ლაგოდეხელი მოჭადრაკე საქართველოს სახელით ალბანეთში დაგეგმილ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე იასპარეზებს
ლაგოდეხელი მოჭადრაკე, სოფია ლიმარი, მაისში, საქართველოს სახელით, ალბანეთში დაგეგმილ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ევროპის საგზური, 7 წლის სოფიამ, საქართველოში გამართულ, ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატზე, მეორე საპრიზო ადგილის მოპოვებით დაიმსახურა. გამარჯვებული სპორტსმენი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ცხოვრობს და ის ქ. ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლის პირველკლასელია. ახალგაზრდა მოჭადრაკეს წარმატებები, მერმა ჯონდო მდივნიშვილმა პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, სოფია ლიმარი და მისი მწვრთნელი, მერიისაგან, წარმატებულ სპორტსმენთა წამახალისებელ ფულად ჯილდოს მიიღებენ.