სოფელ ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობის დატოვება ოჯახის წევრებმა დროულად შეძლეს.
წინასწარი ინფორმაციით, სრულად დაიწვა სახლი და არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო- სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგეს.