ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება

27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

„1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.