ახალი ამბები

27 თებერვალი ხაჭაპურის ეროვნული დღეა

საქართველოში 2018 წელს ჩატარდა ხაჭაპურის კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპური არსებობს.

ამასთან, თითოეულ კუთხეს აქვს საკუთარი არაერთი სახეობის გულსართიანი, რომლის მომზადების წესიც უკავშირდება ადგილობრივების წეს-ჩვეულებებსა და სხვადასხვა რიტუალურ დღესასწაულებს. სწორედ კვლევის დამსახურებით მიენიჭა ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.