ახალი ამბები

გურჯაანში 2020-2021 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვეს

გურჯაანის ტექნოპარკში 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული – მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2020-2021 წელს საჯარო სკოლა წარმატებით 67 მოსწავლემ დაასრულა, საიდანაც 61 ოქროს და 6 ვერცხლის მედალოსანია. აღსანიშნავია, რომ გურჯაანი წარჩინებული კურსდამთავრებულების რაოდენობით კახეთში ლიდერია.

მედალოსნებს სპეციალური სერთიფიკატები და ჯილდოები საქართველოს პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გადასცა.