გურჯაანში, საავადმყოფოში ორი წლის ბავშვი დაზიანებებით შეიყვანეს- ადგილზე პოლიცია იმყოფება
გურჯაანის ჯეოჰოპსიტალსში ორი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები, მუცელში ტკივილები და მძიმე ანემია აქვს- ადგილზე პოლიცია იმყოფება.
მცირეწლოვანი, სავადმყოფოში, რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. ბავშვის ბებიის განმარტებით, ოჯახი მრავალშვილიანია და ბავშვის მშობლები ცალ- ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობდა.
ექიმები ადასტურებენ, რომ ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები და მუცელში ტკივილები აქვს. გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში პოლიცია იმყოფება, რომელიც საქმის დეტალებს არკვევს. არის თუ არა, მცირეწლოვანი ძალადობის მსხვერპლი, სამართალდამცავები დაადგენენ.