კახეთში წარმოებული ღვინო ,,MadaMwine” მალე სინგაპურში გაიყიდება
სინგაპური – ეს ის ახალი მიმართულებააა, რომელიც კომპანია MadaMwine-ის საექსპორტო პორტფელს დაემატება.
კომპანიის დამფუძნებელი მანანა ახვლედიანი აცხადებს, რომ სინგაპურთან მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა, გაფორმებულია ხელშეკრულებაც და საწყის ეტაპზე, იქ 1200 ბოთლი ღვინო გაიგზავნება.
მისივე თქმით, MadaMwine-ის მიერ წარმოებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტოა და მასზე მოთხოვნა, ძირითადად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთშია.
შეგახსენებთ, კომპანია MadaMwine ქართული ღვინის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმარებელს, ამჟამად, სხვადასხვა ხასიათისა და სოციალური მდგომარეობის ქალისთვის შექმნილ 5 სახეობის ღვინოს სთავაზობს.