ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ხმის ჩამწერი სტუდია “Shred mix studio” გაიხსნა

ქალაქ თელავში ხმის ჩამწერი სტუდია “Shred mix studio” გაიხსნა.

სტუდია ახალგაზრდა წყვილმა გახსნა, პროექტ “უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში.

მათი თქმით, პროექტს ახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტო, “გადავარჩინოთ ბავშვევბთან”, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან და კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები მეწარმეობის შესახებ.

ტრენინგის შემდეგ ჩატარდა იდეათონი, სადაც სხვებთან ერთად თელავში მცხოვრებმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. მათ დაფინანსება მოიპოვეს და გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია.