ახალი ამბები

თელავში, მრავალბინიან საცხოვრებელში, ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიან საცხოვრებელში სახლი დაიწვა.

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბინაში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელმაც სახლის დატოვება დროულად შეძლო.

შემთხვევის შედეგად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანდა ტექნიკა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე- მაშველები და პოლიცია. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.