ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 69 წლამდე ქალი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა.

69 წლის ასაკის ქალი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.