საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, თბილისში გადაიყვანეს
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიიღეს. ჯეოჰოსპიტალსის საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ქალს ნეიროქირურგის მეთვალყურეობა სჭირდება.
,,პაციენტი იყო მძიმე, მას ჰქონდა ტრავმები თავის არეში და არის საოპერაციო. აუცილებლად სჭირდება ნეიროქირურგის მეთვალყურეობა. ამიტომ მივიღეთ მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება”- განაცხადა ოთიაშვილმა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თოხლიაურთან, 14 თებერვალს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა ერთი ოჯახის სამი წევრი, სიძე- სიდედრი და ორწლინახევრის ბავშვი.