საგარეჯოში, მომხდარი ტრაგედიის ღამეს, მორიგე სასწრაფო დახმარების ექიმებს ფულადი ჯილდო გადაეცათ- ფოტოები
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საგარეჯოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დააჯილდოვეს.
ისინი მიმდინარე წლის 20 იანვარს, საგარეჯოში, მომხდარი ტრაგედიის ღამეს, მორიგე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდნენ და მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული საქმისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ექიმებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცათ.