ახალი ამბები

თელავში მცხოვრებმა ნინო მაისურაძემ განათლების სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო

თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ნინო მაისურაძემ რომელიც ეტლით მოსარგებლეა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო.

შშმ პირის სტატუსის მქონე ახალგაზრდას, სწავლის შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ჩაგვრის გამო, ზიანსაც აუნაზღაურებენ. ახალგაზრდას დედას, ნინო მაისურაძეს განათლების სამინისტროსთან სასამართლო დავა 2018 წლიდან აქვს წამოწყებული. ნინო ამბობს, რომ სკოლის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, არასრულფასოვანი განათლების მიღება მოუწია, რაზეც როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე სამინისტროს მიმართეს, თუმცა შესაბამისი რეაგირება არცერთს დღემდე არ ჰქონდა.

„ჩემმა შვილმა სრულფასოვანი განათლების მიღება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, 2018 წელს შევიტანეთ სარჩელი თელავის სასამართლოში, შემდეგ კი გასაჩივრდა და საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ორ მოსმენაში სასამართლომ ჩვენთვის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა და განათლების სამინისტროს დავა მოვუგეთ,“ – განაცხადა მშობელმა ნინო მაისურაძემ.

ნინოს თქმით, თელავის მეცხრე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში უწევდათ გაკვეთილების ჩატარება, რის გამოც მის შვილს პრობლემები შეექმნა. მისივე თქმით, გოგონა ეტლით მოსარგებლეა და გაკვეთილებზე დასწრებას ტრანსპორტირების პრობლემის გამო ვერ ახერხებდა.

,,ვითხოვდი ჩვენთვის გამოეყოთ ტრანსპორტი, რათა ნინის მიიეღო სრულფასოვანი განათლება”,-განაცხადა ნინომ.

ახალგაზრდას დედა ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR” დახმარებით სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ, როდესაც განათლების მიღებასთან დაკავშირებით სკოლას დისკომფორტის შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ, მივიღეთ არასწორი მიდგომა. ამიტომ გადავწყვიტეთ მიგვემართა სასამართლოსთვის და ამ პროცესში გვერდში დაგვიდგა ადგვოკატებისგან შემდგარი გუნდი, ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, წარმომადგენლები, რომლებიც დაგვეხმარნენ ბრძოლაში და სწორედ მათი დახმარებით მივედით ამ შედეგამდე“,- ამბობს ნინო.