თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, თელავში ტანსაცმლის და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება დაიწყო
საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულებს ესაჭიროებათ თბილი ტანსაცმლი და პირველადი მოხმარების საგნები. სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ტანსაცმელი და სხვადასხვა საგნები გროვდება თელავშიც. საელჩოს ინფორმაციით, მოქალაქეებს ვისაც სურვილი აქვთ, მითითებულ მისამართებზე შეუძლით მიიტანონ: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯემპრი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, ბერეტი, წინდა,საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები და სხვა.
მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საგნები გროვდება თელავშიც. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი გვანცა მოლაშვილი, გვერდის ,,ვიჩუქებ/გავაჩუქებ” დახმარებით, მეგობრებთან ერთად აგროვებს. მისი თქმით, დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე- 598191096, 577 642208. მისამართი: ერეკლე მეორის #6 ა, ,,თავსატეხის” ოფისი.
მსურველებს შეუძლიათ დახმარება მოიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე:
1- თურქეთის საელჩო
ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
3- MÜSİAD
ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946
4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი
ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007