ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს გასულ წელს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2022 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჯამში საქართველოს 3 034 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. შედარებისთვის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი – 2 547 იყო.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 3 034 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 3 014 განაცხადი დააკმაყოფილა, ხოლო 20-ზე – უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი – 1 681 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან -560; შვეიცარიიდან – 143; საბერძნეთიდან – 120, პოლონეთიდან – 101.
სხვა ქვეყნების სტატისტიკა ასეთია:
ბელგია – 71;
იტალია – 66;
ჰოლანდია – 57;
ესპანეთი – 51;
შვედეთი – 42;
დანია – 41;
ავსტრია – 39;
პორტუგალია – 18;
ჩეხეთი – 12;
კვიპროსი, ლუქსემბურგი – 9;
ბულგარეთი, ფინეთი, ნორვეგია – 3;
ირლანდია, უნგრეთი – 2;
მოლდოვა -1.
ცნობისთვის, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, მოლდოვასთან და ა.შ.