ახალი ამბები

უამინდობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეფერხებულია

უამინდობის გამო, დროებით შეფერხდა თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ტექნიკური მარილი იყრება და ტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.