ახალი ამბები

გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობა იწვის

გურჯაანში, სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობა იწვის.

ოფისი, გურჯაანის აგრარულ ბაზართან ახლოს მდებარეობს, ამავე შენობაშია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობა, ხოლო მოპირდაპირედ, საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული.

შემთხვევის ადგილზე, სახანძრო- სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.