ახალი ამბები

1942 წელს გალაქტიონმა ერეკლე მეფეს ლექსი დაუწერა

1942 წელს გალაქტიონმა ერეკლე მეფეს ლექსი დაუწერა:

,,ავი მუსაიფი”

გაფიქრებდეს
ხელირიბი
ზეწარწერა
ძველი ხმლისა:
„მე ვარ ავი
მუსაიფი
კახთ ბატონის
ირაკლისა“.
მუსაიფი,
მუსაიფი!
ბევრ კოხტას და
არა კოხტას,
მრავალ ხონთქარს,
ხანს და ნაიბს
ესმოდათ ის,
რაც კი მოხდა.
შორს ნავს ვხედავ
მარტოდმარტოს,
წყალზე ვლიდა
მუდამ ფრთხილი.
ვეჭვ, ზღვამაც
ვერ განგვიმარტოს
მუსაიფი
მისი ტკბილი.

1942 წელი, ბათუმი