აღმოაჩინე ევროპა შენს ქალაქში
თელავში, პროექტის ,,აღმოაჩინე ევროპა შენს ქალაქში” ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის შეხვედრა ჩატარდება.
,,თუ ოდესმე გსმენია კითხვა „რატომ ევროპა?“ ან „რატომ ევროკავშირი?“ ეს პროექტი შენთვისაა! ჩვენ ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ევროპული წარსულით და ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებებით, თუმცა ყურადღების მიღმა გვრჩება ევროპა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენს ქალაქში და ჩვენს თემშია”.
პროექტი „ევროპა შენს ქალაქში“ საშუალებას მოგცემს:
- აღმოაჩინო როგორც შენი ქალაქის ევროპული წარსული, ასევე ევროპული აწმყო;
- იპოვო შენი ქალაქის როგორც კულტურული კავშირები ევროპასთან, ასევე ის კონკრეტული სარგებელი, რაც მან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში უკვე მიიღო;
- გაიგო მეტი ევროკავშირისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ.
- პროექტის ფარგლებში შენ City Game-ის გზით თავად აღმოაჩენ #ევროპას შენს ქალაქში.
თამაშის დღეს მიიღებთ მინიშნებებსა და დავალებებს. მათი შესრულების შედეგად კი იპოვით ევროპისა და ევროკავშირის კვალს თქვენს თემში. City Game-ის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.
ამ საინტერესო თავგადასავლის შემდეგ კი ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებსა და საკუთარ ევროპულ გამოცდილებაზე გესაუბრებათ ცნობილი მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი.
ამასთან ერთად კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემიის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდის გამოყენებით მოგაწვდიან დამატებით ინფორმაციას ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული გზის შესახებ.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი აქ: https://docs.google.com/forms/d/1SMnnN4AlwOhSiygShubfNdyksv_6-nBA5q-5dZPDihE/viewform fbclid=IwY2xjawEQUNNleHRuA2FlbQIxMAABHRbyLCvg2FGdSxosAfAcZyv6zYjkYBP8NJUruU4PXiGrKmD3AggS_ECw6g_aem_wk4ptcNSxwB2k7tpjEUEgA&edit_requested=true
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31 ივლისი, 2024. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერი ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.