საქართველომ წლის I ნახევარში მხოლოდ რუსული ხორბალი იყიდა
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 27 მილიონ 569 ათასი დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით, ღირებულება კი შედარებით ნაკლებად 33.4%-ით გაიზარდა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საქართველოს ხორბლის იმპორტი გაუიაფდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შეიძინა. 114 290 ტონა რუსული ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 27 მილიონ 569 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკაში გერმანიას და ავსტრიასაც ვხედავთ, თუმცა იმპორტის მაჩვენებელი მინიმალურია (გერმანია – 480 დოლარი, 0.20 ტონა; ავსტრია – 410 დოლარი, 0.51 ტონა)
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, იანვარ-ივნისში საქართველომ 9 მილიონ 632 ათასი დოლარის ღირებულების 37 679 ტონა ფქვილი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 61.8%-ით შემცირდა, მოცულობა კი 56.7%.
ფქვილის საიმპორტო ბაზრები, ხორბლისგან განსხვავებით, უფრო დივერსიფიცირებულია, თუმცა მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც, ტრადიციულად რუსეთია. სტატისტიკის მიხედვით, შეძენილი საქონლის 96.7% რუსულ ფქვილზე მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
რუსეთი – $8 მლნ, 36 433 ტონა;
თურქეთი – $500 ათასი, 910 ტონა;
იტალია – $164 ათასი, 148 ტონა;
ლიეტუვა – $49 ათასი, 125 ტონა;
საფრანგეთი – $36 ათასი, 30 ტონა;
ავსტრია – $16 ათასი, 20 ტონა;