საქართველოში ოჯახების უმეტესობას საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI
საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – ამის შესახებ NDI-ის კვლევიდან ვიგებთ.
კვლევის თანახმად, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოკვეთილა.
კვლევა 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა და მასში მონაწილეობა 2,519-მა პირმა მიიღო.