ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რას საქმიანობს თელავის ახალგაზრდული საბჭო

თელავის ახალგაზრდული საბჭო, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებაზე.

საბჭო ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, ტრენინგებს, გასართობ-შემოქმედებით აქტივობებს თელავის მუნიციპალიტეტში და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

“ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალგაზრდების განვითარებისთვის და მუნიციპალიტეტში ისეთი გარემოს შექმნისთვის საიდანაც ახალგაზრდების გადინება შემცირება. ჩვენი ხმა თელავის მუნიციპალიტეტში უკვე ისმის, ახალგაზრდები არიან ის ვისაც შეუძლიათ მომავალი უკეთესობისკენ შეცვალონ.”- განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ ოქროცვარიძემ.