საგარეჯოში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მოინახულა
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ამ კუთხით არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.