ლაგოდეხელი ახალგაზრდა ერეკლე თურქაძე პოპულარულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობს
ლაგოდეხში მცხოვრები 19 წლის მომღერალი, ერეკლე თურქაძე პოპულარულ მუსიკალურ შოუში ,,ახალი ხმა/The Voice Of Georgia” იღებს მონაწილეობას.
ერეკლემ სიმღერით მაყურებლის და ჟიურის მოწონება დაიმსახურა და ნახევარფინალში გადავიდა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, „ვოისის” ფინალში თითოეული გუნდიდან თითო კონკურსანტი გადავა, ხოლო ერთს თავად მწვრთნელი გადაარჩენს. ნახევარფინალი, პირველ არხზე – ხუთშაბათს, 22:00 საათზე გაიმართება.
მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 0 903 300 320, ზარი უფასოა. რჩეული კონკურსანტისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 12 საათში ერთხელ.
მოუსმინეთ ერეკლე თურქაძეს: