თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან, ტყეში ხანძარია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყეში ხანძარია.
ადგილობრივებმა კვამლი დღეს საღამოს მთის ფერდობზე შენიშნეს.
ამ დროის ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 16 კილომეტრში, სავარაუდოდ, ხმელ ბალახს უკიდია.
თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის ინფორმაციით, ხანძრის კერა რთულად მიუვალ ადგილშია და სპეციალური ტექნიკით იქ მისვლას, ვერ შეძლებენ.
ართანაში ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გამთენიისას დაიწყება. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: არქივიდან