ახალი ამბები

2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლების 15%-ით ზრდა არის მოსალოდნელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა, რაც 39%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.

წლიური ზრდა კი 173%-ს აღემატება. საინვესტიციო ბანკი “Galt & taggart” 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას 15%-ით, 4 მილიარდ დოლარამდე ელოდება.