რეინჯერების გეგმური პატრულირება მაწიმის ხეობაში და ულამაზესი ხედები- ფოტოები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერების გეგმური პატრულირება მაწიმის ხეობაში და ულამაზესი ფოტო კადრები.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ადგილი ცნობილია როგორც ,,დიდი ხეობა” (მდ. მაწიმისწყალი) და ითვლება ისეთი უნიკალური სახეობების საბინადრო ადგილად როგორიცაა: კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, შველი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ფოცხვერი და მგელი.
მაწიმის ხეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს მიუყვება.
მათივე თქმით, ხეობის აღმოსავლეთ ნაწილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეკუთვნის, დასავლეთ მხარე, საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მსგავსად აზერბაიჯანის მოსაზღვრე მხარეც დაცული ტერიტორიაა და ცნობილია როგორც ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალი. ეს მოცემულობა კი ცხოველებს ხეობაში მშვიდად მოძრაობის, გამრავლების და ცხოვრების საშუალებას აძლევს. საერთო ჯამში კი ერთ დიდ საკონსერვაციო არეალს ქმნის.
გეგმიური პატრულირებიდან ფოტოებს ავრცელებს დაცული ტერიტორიების რეინჯერი გიორგი ედიშერაშვილიც. მისი თქმით, გარდა მაწიმის ხეობის სილამაზისა, მაჭის ციხიდან 17 კილომეტრში არის ხელოვნური მღვიმე, რომელიც საინტერესო სანახავია.