ახალი ამბები

2025 წლიდან კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება

მეწარმეებისთვის კვერცხის საწარმოების ავტორიზაცია სავალდებულო გახდება.

მთავრობამ მეკვერცხული მიმართულების საწარმოს ავტორიზაციის წესი განსაზღვრა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, წესის ნაწილი კი 1-ელი ივნისიდან. მთავრობის ახალი დადგენილებით, წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო აიღებს.

სააგენტომ უნდა შექმნას საწარმოების რეესტრი, თუმცა როგორც სექტორში აცხადებენ, მხოლოდ რეესტრის შექმნა არსებითად არაფერს შეცვლის და აუცილებელია, ე.წ. საოჯახო ფერმების კონტროლი, რომელიც ყველგან არის გახსნილი და რეალურად მომხმარებელმა არ იცის, რამდენად სანდო და ჯანსაღ პროდუქტს ყიდულობს. ამასთან, სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთან კონსულტაცია ჯერ არ დაწყებულა.