თელავში დაბახნების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება
თელავში, დაბახნების ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
ქუჩაზე ქვაფენილი რიყის ქვისგანაა მოპირკეთებული, ამიტომ ზამთარში გადაადგილება დიდ საშიშროებას წარმოადგენს. დაბახნების ქუჩაზე მოწესრიგდება ტროტუარები და გარე განათება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდა დაბახნების ისტორიული წყაროს ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო წყარომდე მისასვლელი ბილიკი და მოსასვენებელი სივრცე.