ახალი ამბები

საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა- მას მეორე ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლი ესაჭიროება

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.მას საგარეჯოში რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

როგორც ცნობილი გახდა დაშავებულს, სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე ჯგუფის რეზუს- დადებითი სისხლი. დახმარების მსურველებს სისხლის ჩაბარება შეუძლიათ ნებისმიერ სისიხლის ბანკში.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.