ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია ახლო მომავალში დასრულდება
თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.
„ნადიკვრის სრული რეაბილიტაცია დაახლოებით ზაფხულის ბოლოს დასრულდება, გაკეთდება სცენა სრული გადახურვით. ასევე დახურული იქნება დასაჯდომი სივრცე. მოეწყობა ახალი განათებები, განთავსდება ახალი სკამები და ჩატარდება ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშოები. აღსანიშნავია, რომ განთავსდება ახალი ატრაქციონები ბავშვებისთვის და პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“, – განაცხადა knews.ge-თან საუბრისას ლევან ანდრიაშვილმა.
ნადიკვრის ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე ბიუჯეტიდან 2 758 521 ლარი დაიხარჯება.