თელავში, ნადიკვრის პარკში ახალი ატრაქციონები განთავსდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, თელავში, ნადიკრის პარკში ახალი ატრაქციონები განთავსდება.
მისივე თქმით, გარდა ამისა, პარკში ასევე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
„ნადიკვრის სრული რეაბილიტაცია დაახლოებით ზაფხულის ბოლოს დასრულდება, გაკეთდება სცენა სრული გადახურვით. ასევე დახურული იქნება დასაჯდომი სივრცე. მოეწყობა ახალი განათებები, განთავსდება ახალი სკამები და ჩატარდება ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშოები. აღსანიშნავია, რომ განთავსდება ახალი ატრაქციონები ბავშვებისთვის და პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“, – განაცხადა knews.ge-თან საუბრისას ლევან ანდრიაშვილმა.
ნადიკვრის ინფრასტრუქტურულ სამუშოებზე ბიუჯეტიდან 2 758 521 ლარი დაიხარჯება.