ახალი ამბები

აშშ-ში ფუტკრების პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ფუტკრებისთვის ამერიკული სიდამპლის (AFB) საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის თანახმად, ეს მსოფლიოში ფუტკრებისთვის განკუთვნილი პირველი ვაქცინაა.

ფუტკრის ბაქტერიული დაავადება მეფუტკრეების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დაავადება განკურნებადი არ არის, იმედოვნებენ, რომ ვაქცინა დაიცავს ფუტკრებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვაში.

ვაქცინა კომპანია Dalan Animal Health-მა შეიმუშავა.