ლაგოდეხიდან პოლონეთში სამუშაოდ წასულ ახალგაზრდას ეძებენ
მეხუთე დღეა, პოლონეთის ქალაქ შჩენიცში სამუშაოდ წასულ 21 წლის მიშო ხარაშვილს ახლობლები ვეღარ უკავშირდებიან.
ხარაშვილის მამის ინფორმაციით, ბოლოს შვილს 12 იანვარს ესაუბრა, მეორე დღეს კი შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა სახლში არ დაბრუნდა.
ახალგაზრდა პოლონეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა. მისი ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, სწორედ მათ შეატყობინეს მდობლებს ბიჭის გაუჩინარების შესახებ. ახალგაზრდას ტელეფონი ბინაში აქვს დატოვებული.
პოლონეთში მყოფმა ქართველებმა ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების შესახებ, ადგილობრივ პოლიციას უკვე მიმართეს. მიშო ხარაშვილის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში 13 იანვარს, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე ფიქსირდება.
„ბოდიში თუ რამე დამიშავებია თქვენთვის ოდესმე”– წერს ახალგაზრდა.