ახალი ამბები

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

14 იანვრიდან, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში დაიკლებს, ხოლო თოვა აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის შემდეგ შეწყდება.

„აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან, თოვლიანი ამინდი. შემდგომში, 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.