“ყველის გზა” დაიწყო – ქართველი მწარმოებლები GOOGLE-ის რუკაში ჩაერთვებიან
ქართული ყველის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყანაში ახალი პროექტი „ყველის გზა“ დაიწყო.
პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია “ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველის მწარმოებლების იდენტიფიცირება და ამ გზით მათი ხელშეწყობა, ასევე ქვეყანაში ახალი ტურისტული ატრაქციების გაჩენაა.
„პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სპეციალური google-ს რუკა, როგორც ყველის გზა, შეიქმნება ასევე ვებ-გვერდი და აპლიკაცია, რათა ქვეყანაში ახალი ტურისტული ატრაქციების გაჩნდეს. ამით მეწარმეებისთვისაც მოხდება ხელშეწყობა. ერთის მხრივ, რომ თავიანთი გაყიდვების დივერსიფიკაცია შეძლონ, ხოლო მეორე მხრივ – ახალი სერვისები დანერგონ, ქართული ყველის ცნობადობა გაზარდონ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ამ პროექტით ხელი შევუწყოთ ისეთი ძირძველი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას, გამრვალაფეროვნებას, დახვეწას როგორიც ყველია“, – განაცხადა რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.
მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, პროექტი 8 თვე გაგრძელდება.პირველი ეტაპი, სწორედ იმ საწარმოების იდენტიფიცირება იქნება, რომლებიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ყველაზე კარგად აკმაყოფილებენ, თუმცა შემდეგ, პროექტის სხვა მიმართულებებით გაგრძელებაც განიხილება.
ცნობისთვის, პროექტის – „ყველის გზა“ მიზანია ყველმა ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ქართული სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, როგორც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ შეძლო და ექსპორტზეც გავიდა.
შეგახსენებთ, მსგავსი ინიციატიცა 2018 წელს ყველის მკვლევარს და მწარმოებელს ანა მიქაძე-ჩიკვაიძესაც ჰქონდა.