უამინდობის გამო თელავში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
უამინდობის გამო თელავში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეფერხებით იმუშავებს #1 ავტობუსი, რომელიც უნივერსტიტის, ზუზუმბოს, დავით რექტორის, საითნოვას და გოგებაშვილის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ჩოხელის ქუჩის მიმართულებით.
მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას შეწყვეტს 19:00 სთ-ზე.