ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 453 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან დღემდე 453 ბავშვი დაიღუპა, 1 330-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

მათ შორის:
დონეცკის ოლქში 429;
ხარკოვის ოლქში 268;
კიევის ოლქში 117;
ხერსონის ოლქში 83;
ზაპოროჟიეს ოლქი 81.

უკრაინის პროკურატურამ დაშავებული და დაღუპული ბავშვების შესახებ ინფორმაცია განაახლა. თუმცა მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.
უწყების ცნობით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკრაინაში 3 126 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული. მათგან 337 მთლიანად განადგურდა.
მარიამ ოქროცვარიძე