შალვა პაპუაშვილი თემი „ქედელის“ და შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერის“ ბენეფიციარებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერას“ ეწვია.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა სოციალური სახლისა და პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დახმარებას და ყურადღებას იმიტომ, რომ ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები არიან და ყველას გვერდში დგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პანსიონატ „თაობათა კერის“ დამფუძნებელმა ქეთევან ლეკვეიშვილმა.