თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს საშობაო ნობათები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, საშობაო ნობათები გადასცეს.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის თვემდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით რეგულარულად ასრულებს ავიარეისებს და მოსახლეობის ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.