თელავში შშმ პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნების მოწყობა დაიწყო
თელავში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ევროპული სტანდარტების შუქნიშნები, რომლებიც შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული, ორ ლოკაციაზე – თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე (თიბისი ბანკის მიმდებარედ) მოეწყობა.
სამუშაოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებზე 421 492 ლარი დაიხარჯება, რომელსაც კომპანია შპს ,,გზაჯვარედინი” ახორციელებს.