რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურზე
2023 წლის 16 იანვრიდან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი ხდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, გარდა უკვე განსაზღვრული კატეგორიებისა. უწყების ცნობით, გადასახადი ერთი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ამოქმედდება ასევე კონტროლიორების სისტემაც.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საფასურის გადახდისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თიბისის ბარათი და ასევე, სატრანსპორტო ბარათი. მისი აღება კი მსურველებს თიბისის თელავის ფილიალსა და თელავში მდებარე „სპარის” და „დეილის” ქსელურ მარკეტებში შეეძლებათ. ბარათის აღება ფასიანია და 2 ლარი ღირს და მისი შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.
იხილეთ ვიდეო და გაიგეთ რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა ამ საკითხზე.