Block Energy-პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი
ბრიტანულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ, Block Energy-მ, რომელიც პატარძეულის, ნორიოს და საცხენისის საბადოებზე ნავთობს და ბუნებრივ აირს მოიპოვებს, პატარძეულთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა, – ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.
როგორც ირკვევა, პატარძეულში არსებულ კიდევ ერთ ჭაბურღილთან, JSR-01-თან შედარებით, უახლესი ჭაბურღილი 470 მეტრით უფრო ღრმაა – ამასთანავე, ის გარკვეული კუთხით გაიბურღა, რამაც კომპანიას სხვადასხვა შრეების შესწავლის საშუალება მისცა. შეგახსენებთ, რომ პატარძეულის საბადო, Block Energy-მ 2020 წელს შეისყიდა, მაგრამ ნავთობს აქ საბჭოთა კავშირის დროსაც მოიპოვებდნენ – 1975-1985 წლებში, აქ 98 მილიონი ბარელი იქნა მოპოვებული.
აღნიშნული ჭაბურღილიდან ნავთობის მოსაპოვების პერსპექტივას Block Energy-ი ოქტომბრის ბოლომდე სწავლობდა – ბოლო შემოწმებისას, ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელი იყო.