ახალი ამბები

როდის დასრულდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 18 კმ-იანი გზის მშენებლობა

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 18 კმ-იანი (კმ36-კმ54) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული საფარის განახლება, შესაბამისი საგზაო ნიშნების და გზის კუთვნილებების მოწყობა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილების პირობები

აღნიშნული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 7764495,58 ლარს შეადგენს.