ახალი ამბები

კახეთის რეგიონში 60 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი და მისი მოადგილე, პავლე გამყრელიძე კახეთის რეგიონში დასრულებულ და მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს, კახეთის რეგიონში, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა (საერთო ღირებულებით 140 მლნ. ლარამდე), საიდანაც 8 პროექტი დასრულდა.

მათივე ცნობით, ჯამში, რეაბილიტაცია 60 კმ-მდე საავტომობილო გზას ჩაუტარდა, 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ. სიგრძის) განხორციელდა.

„აღნიშნული პროექტების ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია ხორციელდება როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა.

აღნიშნული პროექტები, კახეთის რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, ს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.