ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა პიროტექნიკის გამოყენებაზე

ახალი წლის მოსვლა და აღნიშვნა ფეიერვერკის გარეშე გვიჭირს, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმ ზიანზე, რაც პიროტექნიკის გამოყენებას ახლავს თავს.

პიროტექნიკა არა მხოლოდ გამვლელებისთვის არის საშიში, არამედ მიუსაფარი ცხოველებისთვისაც, რომლებიც უმისამართოდ გასროლილი მაშხალით შეიძლება სასიკვდილოდ დაზიანდნენ. ფრინველებისთვის, ამ მხრივ, კიდევ უფრო რთული სიტუაციაა, რადგან ისინი ასეთ ხმაურს ვერ იტანენ.
გარდა ამისა, მაშხალები და ასაფეთქებლები აბინძურებენ ქუჩებს და ხშირი გამოყენებისას, მორჩენილ ნამწვავებს ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადააწყდები. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზიანებული, ვადაგასული, ან არასწორად გამოყენებული მაშხალა შესაძლოა ხელში აფეთქდეს. იხილეთ ვიდეო და გაიგეთ რას ფიქრობს თელავის მოსახლეობა ამ საკითხზე.