თელავში, მცირე ზომის სურსათის მაღაზია დაიწვა
თელავში, ალაზნის გამზირზე, მცირე ზომის სურსათის მაღაზია დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აალება მოხდა და ის სრულად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს, სასურსათო მაღაზია დაკეტილი იყო და ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო- სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილობრივებმა გამოიძახეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს კი გამოძიება დაადგენს.

