ახალი ამბები

24 ევროპარლამენტარი ევროპის უფასო როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანის ინიციატივით გამოდის

24 ევროპარლამენტარი საქართველოს ევროპის უფასო როუმინგის სივრცეში შეყვანის ინიციატივით გამოდის.

ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტეირ როიტენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივით ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ.

„ქართველო ხალხი მათ ევროპულ გზაზე ევროკავშირის ხელშესახებ ნიშანს იმსახურებს. დღეს, ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ფონ დერ ლაიენს შეიყვანოს საქართველო ევროპის უფასო როუმინგის სივრცეში. ჩვენ საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს, რომ სწრაფად შეასრულებს 12 ძირითად პრიორიტეტს”, – წერს როიტენი.