ახალი ამბები

თელავში, მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

22 დეკემბერს, 17:00 საათიდან, თელავის ცენტრალურ მოედანზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

გარდა ამისა, 22 დეკემბერს, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

ქუჩის თეატრის მრავალფეროვანი ,,საცირკო
სანახაობა,,, ადგილობრივი მუსიკალური სტუდიების ნიჭიერი შემსრულებლების საახალწლო კონცერტი.

გარდა ამისა, თელავში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება 31 დეკემბერსაც.

ღონისძიების ადგილი: ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია, საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 15:00.

15:00 -01:00 სთ – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

15:00 – 20:00 სთ- საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის პაპა და საჩუქრები;

15:00 – 20:00 სთ – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;

15:00- 16:00 სთ -საბავშვო კონცერტი – „მეკო სტუდია“

18:00 – 18:45 სთ- თოჯინების თეატრი „ჟოზე“

19:00 – 22:00 სთ – ახალგაზრდებისთვის სახალისო თამაშები

23:00 – 23:50 სთ – ანსამბლი „სუხიშვილები“

00:00 სთ – მრავალჟამიერი და საზეიმო ფოიერვერკი

00:05 – 00:30 სთ – „თბილისური კვარტეტი“

00:30-01:15 სთ – „თამადა“