ასაწყობი სმარტ სათამაშო ბავშვებისთვის – ლაგოდეხელი ახალგაზრდის ბიზნეს იდეა
ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა, თორნიკე ბაკურაძე, GITA – ს 5000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. ფინანსური გრანტი ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნეს იდეის დამუშავების შემდეგ მიიღო.
პროექტის ფარგლებში თორნიკე გეგმავს ნახევრად დაშლილი სმარტ სათამაშოების შექმნა-რეალიზებას, რომელსაც ბავშვები საკუთარი ხელით ააწყობენ.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ახალგაზრდები, თამაშის დახმარებით ისწავლიან რობოტიკას, პროგრამირებას და ფიზიკას.
,,ჩემი იდეა მოიცავს სათამაშოებისთვის ნაწილების შექმნას, რომელიც გაიყიდება თავიდან საქართველოში. ბავშვები როდესაც შეიძენენ თამაშს, მათ არ ექნებათ მხოლოდ რობოტი სათამაშო. ისინი შეძლებენ თავად ააწყონ ის ინსტრუქციის საშუალებით. ამით ისინი ისწავლიათ რობოტიკას, ცოტა პროგრამირებასაც და ფიზიკას. თან ეყვარებათ აწყობილი სათამაშო, რადგან თავიაანთი შექმნილი იქნება”,- განუცხადა Knews.ge-ს თორნიკე ბაკურაძემ.
მისი განმარტებით, მან აღნიშნული ბიზნეს იდეის და სათამაშოს შექმნის იდეა გურჯაანის ტექნოპარკის პროექტსა და ,,Smart სათამაშოების Makeathon”-ში მონაწილეობის დროს მოვიდა. მან მენტორების დახმარებით ბიზნეს იდეა დახვეწა.
,,სათამაშოს შექმნის იდეა მოვიდა მაშინ, როცა გურჯაანის ტექნოპარკში, ტრენინგში მივიღე მონაწილეობა და მენტორებთან ერთად ვმუშაობდი. იდეის დამუშავებისას ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მოსწონებოდა და გახარებოდა მომხმარებელს. სწორედ მაშინ გამახსენდა ბავშვობაში მე რა მეხალისებოდა და რითი ვთამაშობდი ხოლმე. ერთ-ერთი იყო თოიბოქსი და ქინდერის სათამაშოები. როცა ვაწყობდი სათამაშოებს, მიხაროდა ხოლმე. ეგ იყო ძირითადი მოტივაცია, რომ ამ მიდგომით გამეყიდა პროდუქტი. იდეა კი შემდგომში უფრო დაიხვეწა, დაემატა სწავლის მეტი სპეციფიკა და სხვა.
მიღებული გრანტი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ჩემთვის. ის დამეხმარება იმაში, რომ ვიყიდო საჭირო ნაწილები, რომ შევქმნა რამდენიმე საჩვენებელი პროდუქტი. ასევე თანხა დამჭირდება სხვადასხვა საოფისე ხარჯებისთვის”,- აცხადებს ახალგაზრდა.
გარდა საგრანტო კონკურსის მოგებისა, ახალგაზრდა, ქართულ კომპანია ,,ერთაოზას”, წევრი გახდა, რომელიც ქართული ხმოვანი ასისტენტია საქართველოში და ასევე სმარტ სათამაშოებს ქმნის. თორნიკეს თქმით, ეს იდეის სწორად განხორციელების საშუალებას მისცემს.
,,რაც ყველაზე მთავარია, გურჯაანის ტექნოპარკი სხვადასხვა კომპანიებთან თუ კონკრეტულ პირებთან კონტაქტების დამყარებაშიდამეხმარა. როცა თანხას იგებ, კი კარგია, მაგრამ, რაც მთავარია, აქ გავიცანი კომპანია ,,ერთაოზას” წევრები, დამფუძნებელი და მეც ამ კომპანიის წევრი გავხდი. ვფიქრობ, რომ ეს საგრანტო თანხის მოგებაზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ერთად შევქმნით საინტერესო პროექტებს.
სამომავლოდ ვფიქრობ მჭიდრო ურთიერთობას აღნიშნულ კომპანიასთან და იმედი მაქვს ერთად გავაკეთებთ ბევრ კარგ საქმეს. არამარტო საქართელო, მსოფლიო ბაზარიც შეგვიძლია მოვიცვათ, რადგან ფაქტობრივად კონკურენტი არ გვყავს.”